Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა იმერეთის რეგიონში მდებარე სამ საპატიმროში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა


საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც იმერეთის რეგიონში მდებარე სამ საპატიმროში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს. ომბუდსმენის შეფასებით, ქუთაისის, ხონისა და გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისადმი მოპყრობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. კერძოდ, ამ დაწესებულებათა თანამშრომლები მსჯავრდებულებს გამომწვევად და დამამცირებლად აღარ ექცევიან და აღარ ხდება პატიმართა უმიზეზოდ დასჯა. ამასთან, სახალხო დამცველი კვლავ აუცილებლად მიიჩნევს ხონის საპატიმროს ლიკვიდაციას, იქ არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო.
XS
SM
MD
LG