Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან შენგენის ზონაში ბულგარეთისა და რუმინეთის მიღებას


საფრანგეთმა და გერმანიამ გადაწყვიტეს, წინ აღუდგნენ ეგრეთ წოდებული შენგენის ზონაში ბულგარეთისა და რუმინეთის მიღებას. ევროპის 25 ქვეყნისგან შემდგარ ამ ზონაში უპასპორტოდ გადაადგილება არის შესაძლებელი. ევროპის კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ბრის ორტეფომ და თომას დე მეზიერმა ევროკომისიას მიმართეს წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნაადრევია“ ამ ქვეყნების შენგენის ზონაში მიღება 2011 წლის მარტში. შენგენის ხელშეკრულებაში ქვეყნის მიღებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.
XS
SM
MD
LG