Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გაჩეჩილაძის ოჯახს უძრავი ქონების ჩამორთმევის საფრთხე ემუქრება


ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, ოჯახს უძრავი ქონების ჩამორთმევის საფრთხე ემუქრება. კონსერვატიული პარტიის წევრმა, იურისტმა კახა კუკავამ, რომელიც ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეების ინტერესებს იცავს, საინფორმაციო სააგენტოებს დღეს განუცხადა, რომ საუბარია ოჯახის საკუთრებაში არსებულ 4 საცხოვრებელ სახლზე, რომლებიც კრედიტების სანაცვლოდ ტაო-პრივატ ბანკში ჩაიდო. კუკავას განმარტებით, იმის გამო, რომ გაჩეჩილაძეებმა კრედიტის ყოველთვიურად გადახდა ვერ შეძლეს, ბანკმა სასამართლოში იჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დავა ბანკის სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც კახა კუკავამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
XS
SM
MD
LG