Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ბელორუსიასთან ურთიერთობებს გადახედავენ


შეერთებული შტატები და ევროკავშირი აცხადებენ, რომ ბელორუსიასთან ურთიერთობებს გადახედავენ, მას მერე, რაც მინსკში პოლიციამ დაარბია ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც პრეზიდენტად ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელახლა არჩევის წინააღმდეგ იყო მიმართული. დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აშშ-ის სახელმწფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და საგარეო ურთიერთობებში ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა კეთრინ ეშტონმა ბელორუსიის ხელისუფლებას მოუწოდეს, გაათავისუფლოს 600-ზე მეტი დემონსტრანტი, რომლებიც 19 დეკემბრის საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. როგორც რეიტერს განუცხადა ბელორუსიის პოლიციამ, პრეზიდენტობის ხუთ კანდიდატს, ისევე, როგორც ოპოზიციის კიდევ 14 აქტივისტს, შესაძლოა, მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენონ. მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაპატიმრებულ კანდიდატებს შორისაა პოეტი ვლადიმირ ნეკლიაევი, რომელიც საპროტესტო აქციის დროს გონების დაკარგვამდე სცემეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოდან წაიყვანეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა.
XS
SM
MD
LG