Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი და ობამა 2010 წელს თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევენ


ხუთშაბათს საღამოს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემა აშშ-ის სენატის მიერ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაცია იყო. აღინიშნა, რომ ამ ფაქტმა ”განამტკიცა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთპატივისცემისა და კონსტრუქციული პარტნიორობისთვის გაწეული ძალისხმევით მიღწეული შედეგები”. სახელმწიფოს მეთაურებმა რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის შედეგს მაღალი შეფასება მისცეს.
XS
SM
MD
LG