Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ბი-ბი-სის რადიოეთერით გამოვიდა


რომის პაპი ბენედიქტე XVI დღეს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სის რადიოეთერით გამოვიდა. ეს კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი მიმართვაა, რომელიც საგანგებოდ რადიოსთვის მომზადდა და პაპის პირველი გამოსვლა, რომელიც გამიზნული იყო ერთი კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობისთვის. ხვალ კათოლიკეები და მსოფლიოს სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენელთა უმრავლესობა ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ბენედიქტე XVI-ის სამწუთიანი გამოსვლა ეთერში ჩანაწერით გადაიცა. მასში პაპმა თბილად გაიხსენა თავისი წლევანდელი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. სეკულარიზმის მომხრეებმა მკაცრად გააკრიტიკეს ბი-ბი-სი იმისთვის, რომ მან ეთერი დაუთმო რომის პაპს. მათი თქმით, დაუშვებელია კათოლიკური ეკლესიის პასუხისმგებლობის დავიწყება პედოფილი მღვდლების მოქმედებებისთვის.
XS
SM
MD
LG