Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკვადორში ავტოავარიაში 41 მგზავრი დაიღუპა


ეკვადორის ქალაქ ელ კარმენში 41 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი დაიღუპა ავტობუსის ავარიის შედეგად. მგზავრები ნათლისღების დღესასწაულიდან დედაქალაქ კიოტოში ბრუნდებოდა. ავტობუსი, რომლის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, 150 მეტრიან ხრამში გადავარდა. ეკვადორის პრეზიდენტმა რაფელ კორეამ მომხდარ ავარიაში მძღოლი დაადანაშაულა. ავარიის შედეგად 30 მგზავრი გადარჩა, თუმცა ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG