Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა ლუკაშენკოს მეოთხე ვადით არჩევა მიულოცა


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ალექსანდრ ლუკაშენკოს მორიგი ვადით პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამა განუცხადა, რომლის ინფორმაციით მილოცვის წერილი მინსკში უკვე გაიგზავნა. პარასკევს ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვება. 19 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მინსკში 600-მდე დემონსტრანტი და პრეზიდენტობის 5 კანდიდატი დააკავეს. ევროკავშირმა და შეერთებული შტატებმა მოუწოდეს ლუკაშენკოს, რათა გაათავისუფლსო დაპატიმრებულები და ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „გადახედავენ ბელორუსიასთან ურთიერთობას.“ პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა ალექსანდრ ლუკაშენკოს ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს პრეზიენტმა მიხეილ საააკშვილმა მიულოცა.
XS
SM
MD
LG