Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააპატიმრეს უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი


უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი დააკავეს ქვეყნის უშიშროების სამინისტროს მუშაკებმა მაშინ, როდესაც იური ლუცენკო ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა. „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერის, 46 წლის ლუცენკოს წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ქონების მითვისების მუხლით. ლუცენკოს დაკავება მოხდა უკრაინის ყოფილი მთავრობის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, რომლის დროსაც დაიკითხა ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. გასულ კვირაში მოსამართლემ კიევიდან გასვლა აუკრძალა იულია ტიმოშენკოს, რომელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება.
XS
SM
MD
LG