Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ რამადიში ორი აფეთქების შედეგად სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა


ერაყის ქალაქ რამადიში ორი აფეთქების შედეგად სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა თვითმკვლელმა დანაღმული მინიავტობუსი დააჯახა ადგილობრივი ხელისუფლების შენობის ჭიშკარს. როცა ხალხი შეგროვდა, მეორე თვითმკვლელმა აიფეთქა თავი შუა ხალხში. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG