Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი დღეს იუწყება, რომ დაკავებული ნიკოლოზ ხუროშვილი და თენგიზ კაძილოვი სოფელ წითელუბნის მკვიდრნი არიან და როგორც თავად განმარტავენ, ახალგორის რაიონში ბოსტნეულის გასაყიდად მიემგზავრებოდნენ. დაკავებულები ამჟამად იმყოფებიან დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურში.
XS
SM
MD
LG