Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ მკვეთრად დაგმო ეგვიპტესა და ნიგერიაში მომხდარი ტერაქტები


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მკვეთრად დაგმო ახლახან ეგვიპტესა და ნიგერიაში მომხდარი ტერაქტები და ამ ქვეყნების ხელისუფლებებს ინციდენტების გამოძიებაში დახმარება შესთავაზა. ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უცხოური კვალი შეინიშნება ტერაქტში, რომელიც ქალაქ ალექსანდრიაში მოხდა ახალი წლის ღამეს. ქრისტიანი კოპტების ტაძართან მომხდარმა აფეთქებამ 21 ადამიანი შეიწირა, 40-ზე მეტი დაიჭრა. რამდენიმე დღით ადრე ნიგერიაში ტერაქტების სერიამ რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ადგილობრივი ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართული აფეთქებები მუსულმანმა ექსტრემისტებმა მოაწყვეს საშობაო დღესასწაულის დროს.
XS
SM
MD
LG