Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო ახალი ნავთობსადენით


რუსეთმა ჩინეთისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო ახალი ნავთობსადენით. რუსეთის ნავთობკომპანია ტრანსნეფტმა განაცხადა, რომ დაიწყო ნავთობის ტუმბვა აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანის ნავთობსადენით. დღეისთვის უკვე აგებულია მილსადენის 2700 კილომეტრი. როცა 25 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობსადენის მშენებლობა დასრულდება 2013 წელს, მისი სიგრძე 4000 კილომეტრზე მეტს მიაღწევს და მსოფლიოში ყველაზე გრძელი იქნება. აქამდე რუსეთი ჩინეთში ნავთობის ტრანსპორტირებას რკინიგზით აწარმოებდა.
XS
SM
MD
LG