Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში წყალდიდობამ ათი ადამიანი იმსხვერპლა


სააგენტო ”ფრანს პრესის” ინფორმაციით, ავსტრალიაში წყალდიდობის შედეგად დღეს კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ და მკაცრად დაიცვან მაშველებისა და პოლიციის ინსტრუქციები. ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქს, რომელიც ნელ-ნელა წყლით იფარება, სამხედრო თვითმფრინავით აწვდიან პირველადი საჭიროების ტვირთს. ძლიერი წვიმის შედეგად ქუინლენდის შტატში ბევრი მდინარე ადიდდა. წყალდიდობით გამოწვეული ზარალი მილიარ დოლარს აღწევს. ქალაქ როკჰემპტონში ადიდებული წყლის დონემ 9 მეტრს მიაღწია და მეტად ადიდებას მოელიან. ქალაქი გარე სამყაროს მოწყვეტილია.
XS
SM
MD
LG