Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში სამი პოლიციელი მოკლეს


ყირგიზეთში სამი პოლიციელი მოკლეს, პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ, ისლამისტმა ექსტრემისტებმა. ინციდენტი მოხდა წუხელ, დედაქალაქ ბიშკეკში. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, „რელიგიურმა ექსტრემისტებმა“, რომლებიც კალაშნიკოვის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებული, პოლიციელებს ესროლეს, როცა ისინი პასპორტებს უმოწმებდნენ მოქალაქეებს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ყირგიზეთის პოლიციამ ვებსაიტზე გამოაქვეყნა პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექვსი ძებნილის ფოტოსურათები.
XS
SM
MD
LG