Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურას ცემისა და მუქარის ფაქტების გამოსაძიებლად მიმართეს


გმირთა მოედანზე, ვეტერანთა აქციის დაშლისას ქართული პარტიის წევრთა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გამოსაძიებლად, პარტიის ადვოკატმა დღეს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. ქართული პარტია მოითხოვს გამოვლენასა და დასჯას იმ პირებისა, რომლებმაც 3 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პარტიის წევრებს ეკა მათიაშვილსა და შოთა იამანიძეს. დამნაშავეთა იდენტიფიცირებას ქართული პარტია შესაძლებლად მიიჩნევს არსებული ფოტო_ და ვიდეომასალით, რომელიც ფიზიკური ძალადობის ფაქტს ასახავს. ამავე მასალის სოციალური ქსელით გავრცელების შემდეგ დაწყებული სატელეფონო მუქარის გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას მიმართა მოძრაობა ”7 ნოემბრის” ერთ-ერთმა ლიდერმა დაჩი ცაგურიამ. მისი განცხადებით, საჩივარს თან დაერთო სატელეფონო მუქარის ჩანაწერი.
XS
SM
MD
LG