Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის ელჩი მინსკს ულტიმატუმს უყენებს


თუ ბელორუსიის ხელისუფლება საპატიმროებიდან არ გაათავისუფლებს 19 დეკემბერს დაპატიმრებულ დემონსტრანტებს, ბელორუსიის მაღალი რანგის მოხელეებს შეიძლება აეკრძალოთ ევროკავშის ქვეყნებში შესვლა, - ამის შესახებ უნგრეთი ელჩმა ბელორუსიაში, ფერენც კონტრამ განაცხადა. მსგავსი სანქცია ევროკავშირმა ბელორუსიის ხელისუფლების მიმართ 2006 წლის სადავო არჩევნების შემედეგ დააწესა, თუმცა 2008 წელს აკრძალვის მოქმედება შეჩერდა. კონსტრას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ სიაზე, რომელში მოხვედრილ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა. გუშინ ევროკავშირის დიპლომატები პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირების მიმართ სავიზო აკრძალვის საკითხს განიხილავდნენ. უნგრეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG