პალესტინის უშიშროების სამსახურის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჰამასის მეომრების დაკავებისას შეცდომით ესროლეს და მოკლეს 65 წლის კაცი. იგივე წყარო იუწყება, რომ ისრაელის სამხედროებმა ქალაქ ჰებრონში რეიდი განახორციელეს ჰამასის იმ ექვსი მეომრის დასაკავებლად, რომლებიც პალესტინის ხელისუფლებამ წინა დღით გაუშვა ციხიდან. ისინი სექტემბერში დააკავეს ებრაელთა დასახლების დაცხრილვის გამო.
ყველაზე პოპულარული
1