Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში ომის კვალის ლიკვიდაციას აპირებენ


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მის მთავრობას დაავალა, შექმნას მაქსიმუმ 2-წლიანი პროგრამა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტის კვალს წაშლის. სააგენტო “აფსნიპრესს” მოჰყავს სერგეი ბაღაფშის სიტყვები იმის შესახებ, რომ ომის დასრულებიდან დიდი დრო გავიდა, თუმცა, სოხუმში ჩასულ სტუმრებს კვლავ ხვდება ნახევრად დანგრეული და დამწვარი შენობების ფასადები. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ომის კვალის ლიკვიდაციას აპირებს რუსეთის ფინანსური დახმარებით, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური პროექტებისთვის 2012 წლამდეა გათვლილი და საერთო ჯამში თითქმის 11 მილიარდ რუბლს შეადგენს.
XS
SM
MD
LG