Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დიდ ქალაქებში საშობაო მსვლელობა გაიმართა


საქართველოში შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. საზეიმო ღვთისმსახურება ქვეყნის მოქმედ ტაძრებში გამთენიისას დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა თბილისში სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ღვთისმსახურებას დაესწრნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მათ შორის არ ყოფილა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც, მისი ადმინისტრაციის ცნობით, შობის დღესასწაული უშგულში აღნიშნა. დღეს თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართა ტრადიციული საშობაო მსვლელობა ალილო.
XS
SM
MD
LG