Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაადასტურა ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ის მოქალაქის დაკავება


ირანმა დაადასტურა ჯაშუშობის ბრალდებით აშშ-ის მოქალაქის დაკავება. ადგილობრივი სასაზღვრო პოლიციის თანახმად, 34 წლის ჰოლ ტალაიანი ქალაქ ჯულფაში, აზერბაიჯანის საზღვართან დააკავეს. ქალი, რომელმაც თავი ტურისტად წარმოადგინა, ირანული მხარის თანახმად, ვიდეოფირზე იღებდა მისთვის საინტერესო ობიექტებს, აშშ-ის დაზვერვის დავალებით. აშშ-ის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ცდილობს მიიღოს სრული ინფორმაცია ფაქტის გარშემო. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მარკ ტონერის თქმით, ჯერ არ არის საფუძველი ჩაითვალოს, რომ დაკავებული ამერიკის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG