Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გაზარდა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი


ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ გაზარდა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი აშშ-ის მოთხოვნის - პროგრამის შეჩერების - საპირისპიროდ. ალი აქბარ სალეჰიმ, რომელიც ამავე დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს, თქვა ასევე, რომ ირანს ახლა აქვს 40 კილოგრამი 20 პროცენტით გამდიდრებული ურანი. ოქტომბერში ირანი 30-კილოგრამიანი მარაგის შესახებ იუწყებოდა. სალეჰიმ დღესვე განაცხადა, რომ ირანს აქვს უნარი თვითონ აწარმოოს მასალები თეირანის ბირთვული რეაქტორისთვის, რომელიც სამედიცინო იზოტოპებს ამზადებს. დასავლეთის ქვეყნები აცხადებდნენ, რომ ირანს არა აქვს ეს ტექნოლოგია და ურანის გამდიდრების შეწყვეტის სტიმულირებისთვი ბირთვულ საწვავს სთავაზობდნენ.
XS
SM
MD
LG