Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიზონის შტატში ესროლეს აშშ-ის კონგრესის წევრ ქალს


აშშ-ის კონგრესის წევრ ქალს დემოკრატიული პარტიიდან, გაბრიელ გიფორდსს, ტყვია ესროლეს საჯარო შეხვედრაზე არიზონის შტატში, ტისონში. სამართალდამცველები ადრე აცხადებდნენ, რომ კონგრესმენი მოკლეს. თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა და ტისონის საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფოს წარმომადგნელმა ექიმმა განაცხადა, კონგრესმენი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ ოპტიმიზმი გამოხატა, რომ გიფორდსი გადარჩება. პოლიციის ცნობით, ტყვია მოხვდა სულ 18 პირს, მათ შორის ექვსი გარდაიცვალა. დაჭრილთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. ვინაობა შეიარაღებული პირისა, რომელიც დააკავეს, დაუდგენელია. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, თავდასხმა „ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა“. ასეთი უაზრო და საშინელი ძალადობრივი აქტი არ უნდა ხდებოდეს თავისუფალ საზოგადოებაში, თქვა ობამამ წერილობით განცხადებაში.

XS
SM
MD
LG