ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ორმხრივი სამხედრო კავშირების გაღრმავება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ჩინელ კოლეგასთან, ლიან გუანლესთან პეკინში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების ზრდას და ურთიერთშეფასებების დაბალანსებას. ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სამხედრო ტექნოლოგიების საქმეში წამყვან მსოფლიო სახელმწიფოებს ათეულობით წლებით ჩამორჩება და საფრთხეს ვერავის შეუქმნის.
ყველაზე პოპულარული
1