Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფალი საქართველო" დევნილთა გამოსახლების შეჩერებას მოითხოვს


თბილისში მდებარე 22 ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს დღეს პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" აფხაზეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს. დევნილთა განცხადებით, გამოსახლების შეტყობინება ოფიციალური ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე მიიღეს, თავად პროცესი კი, ნებაყოფლობით არ მიმდინარეობს. იძულებით გადაადგილებულებს სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს სთავაზობს სამეგრელოსა და კახეთის სოფლებში, სადაც დევნილთა თქმით, გაუსაძლისი პირობებია. დევნილთა გამოსახლება დღეს გააპროტესტეს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებმაც, რომლებმაც მთავრობისგან მოითხოვეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შესრულება. თავის მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისიდან დევნილთა განსახლების პროცესი საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებული პროცედურით, უახლოეს დღეებში განხორციელდება.
XS
SM
MD
LG