Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიაში წყალდიდობამ 500 ადამიანამდე შეიწირა


ბრაზილიის სამხრეთ-დასავლეთში წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. სიტუაციის უკეთ შეფასება მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც მაშველები შეძლებენ დაფარონ ყველა რთულადშეღწევადი ადგილი. ეს სტიქიური უბედურება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გახლავთ ბრაზილიის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG