Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ორი ადამიანი, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით


რუსეთში დააკავეს ორი ადამიანი, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, დააკავეს სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთი ნაწილის უფროსი ლეიტენანტი, დავიდ ალიევი, რომელიც ქართული მხარის დავალებით აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას. დააკავეს აგრეთვე ალიევის დედა, ირინა ალიევა, რომელსაც, უშიშროების სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უნდა მიეწოდებინა შვილის მიერ მოგროვილი საიდუმლო ინფორმაცია. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ალიევებს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებები წაუყენეს.
XS
SM
MD
LG