Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიზბოლაჰი ჰარირის მთავრობის დაბრუნების წინააღმდეგია


ლიბანის ყველაზე გავლენიანი შიიტური დაჯგუფება ჰიზბოლაჰის ლიდერი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს საად ჰარირის, რათა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. შეიხ ჰასან ნასრელამ აღნიშნული კომენტარი კვირას სატელევიზიო გამოსვლის დროს გააკეთა, ვიდრე პოლიტიკური პარტიები ახალი მთავრობის ფორმირებისათვის ორშაბათს მოლაპარაკებებს გამართავდნენ. ლიბანის მთავრობა გასულ კვირას დაიშალა, მას შემდეგ რაც მინისტრთა კაბინეტი ჰიზბოლაჰის წარმომადგენელმა 11 მინისტრმა დატოვა. ასეთი დემარშის გადაწყვეტილება გახდა სასამართლო ტრიბუნალის გამოძიება, რომელიც საად ჰარისის მამის, ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობაში ჰიზბოლაჰის წევრების პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG