Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი პაკისტანის თალიბანის აკრძალვაზე მუშაობს


ბრიტანეთი მიმათავს ძალისხმევას, რათა მიაღწიოს პაკისტანში მოქმედი ტალიბანის როგორც ტერორისტული ჯგუფის აკრძალვას, მათი კუთვნილი ქონებისა და ფონდების არალეგალურად გამოცხადების გათვალისწინებით. თეჰრიკ-ე-თალიბანი, ალ ყაიდას ქსელში შემავალი გასამხედროებული ჯგუფია, რომელიც პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში მოქმედებს. სწორედ ამ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა პაკისტანში გასულ წელს მომხდარ რამდენიმე სისხლიან თავდასხმასა და შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმართულ მუქარებზე. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ექსტრემისტული ჯგუფის აკრძალვა მოხდება ბროტანეთის ტერორიზმის აქტის ფარგლებში, რაზეც საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს უყრის კენჭს.
XS
SM
MD
LG