Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

I არხის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა


დევნილთა სამოქალაქო მოძრაობისა და კონსერვატიული და ხალხის პარტიების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართეს. აქციის მონაწილენი კვლავ მოითხოვდნენ შეწყდეს თბილისიდან დევნილთა განსახლების პროცესი საქართველოს რეგიონებში, სადაც მათი განცხადებით, ცხოვრებისთვის არანაირი პირობები არ არსებობს. დევნილებმა მათ პრობლემებზე სასაუბროდ პირდაპირი ეთერის დათმობის თხოვნის წერილით მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს.
XS
SM
MD
LG