Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩს“ სურს გამოიძიონ ჰაშიმ ტაჩის მიმართ ბრალდება


უფლებადამცავმა ორგანიზაციამ, „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ მოუწოდა ევროპის კავშირს, დანიშნოს საგანგებო წარმომადგენელი, რომელიც გამოიძიებს კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ჰაშიმ ტაჩის და მისი მომხრეების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. ორგანიზაცია თვლის, რომ ბრალდებების გამოძიებას უნდა დაუჭირონ მხარი აშშ-მა და ევროკავშირმა. ევროსაბჭოს კომისიის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ ტაჩი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს კოსოვოს განთავისუფლების არმიას მეთაურობდა, და მისი უახლოესი გარემოცვა, პასუხისმგებლობა ეკისრებათ მკვლელობაში, ადამიანების გატაცებასა და სხვა დანაშაულში, რომელიც ჩაიდინეს 1990-იანი წლების ბოლოს. დასკვნაში გამოთქმულია ეჭვი, რომ კოსოვოს პრემიერი დაკავშირებული იყო დახოცილი სერბი ტყვეების ორგანოებით ვაჭრობასა და ამ ვაჭრობის ორგანიზებაში. კოსოვოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას.
XS
SM
MD
LG