Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში კომისია პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს


ყირგიზეთის საგამოძიებო კომისია, რომელიც იძიებდა შარშანდელ სისხლიან დაპირისპირებას ამ ქვეყანაში, დაასკვნის, რომ მაშინდელმა მთავრობამ იცოდა არეულობის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ ვერ იმოქმედა. კომისიის თავმჯდომარემ, აბდიგანი ერკებაევმა, პარლამენტს განუცხადა, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ასევე უშიშროების უწყების ხელმძღვანელმა, ისევე როგორც გენერალურმა პროკურორმა უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა მომხდარისთვის. ამ ოფიციალურ პირთაგან ზოგიერთი კვლავ ხელისუფლებაშია. 400-მდე ადამიანი, უმეტესად უზბეკები დაიხოცნენ ყირგიზეთის სამხრეთში ეთნიკური დაპირისპირების დროს, რასაც ასეულათასობით ადამიანის გაქცევა მოჰყვა არეალიდან.
XS
SM
MD
LG