Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ორგანიზებულ დანაშაულში 100-მდე ეჭვმიტანილი დააკავეს


აშშ-ის სამართალდამცავებმა ფართო მასშტაბიანი რეიდი განახორციელეს სხვადასხვა ქალაქში და დამნაშავეობრივი გაერთიანებების წევრობაში 100-მდე ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე ფულის გათეთრება. ოპერაციის სამიზნე იყვნენ ხუთი მაფიოზური კლანი ნიუ იორკში, ორ-ორი ნიუ ჯერსისა და როდ აილენდში. დაკავებული პირების მიმართ აღძრული საქმეებიდან ზოგიერით 80-იან და 90-იან წლებში ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG