Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტონი ბლერი კიდევ ერთხელ უპასუხებს შეკითხვებს ერაყის ომზე


დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი დღეს მეორედ წარდგება ბრიტანეთის დამოუკიდებელი კომიტეტის წინაშე, რომელიც ერაყის ომში ამ ქვეყნის მონაწილეობის საკითხს სწავლობს. კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, რომ ტონი ბლერი ნათელს მოჰფენს თავის ადრინდელ განცხადებებს 2003 წლის მარტში ერაყში დაწყებულ ომში ბრიტანეთის ჩართვის მართებულობაზე. ერთი წლის წინ ბლერმა კომიტეტს განუცხადა, რომ ერაყელი დიქტატორი სადამ ჰუსეინი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენდა და საჭირო იყო მისი მოშორება, ან განიარაღება. ბლერმა განაცხადა აგრეთვე, რომ არ ნანობს ბრიტანეთის მონაწილეობას ერაყის ომში. ბლერი უარყოფს ბრალდებას, რომ მან განზრახ შეიყვანა ბრიტანეთის საზოგადოება შეცდომაში, როცა ომის მიზეზად სადამ ჰუსეინის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობას ასახელებდა. ტონი ბლერი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2007 წლამდე იმყოფებოდა. მან ერაყში 45 ათასი ბრიტანელი სამხედრო გაგზავნა.
XS
SM
MD
LG