Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან დევნილთა მხარდამჭერი აქცია განახლდა


საქართველოს პარლამენტის წინ განახლდა დევნილთა მხარდამჭერი აქცია. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან დევნილების განსახლების სახელმწიფო პოლიტიკას და ითხოვენ, შეწყდეს დევნილთა გამოსახლება, რომელიც 20 იანვრიდან განახლდა. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. რამდენიმე პოლიტიკური ძალა, მათ შორის „ახალი მემარჯვენეები“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვალერი კოპალეიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, მიმდინარეობს იმ ობიექტების დაცლა, სადაც დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ, თუმცა სამინისტრო უბინაოდ არავის ტოვებს. ”ჩვენ ისინი გასულ წელს გავაფრთხილეთ, რომ ობიექტები უნდა დაცლილიყო. სამინისტრო ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომლებსაც არ აქვთ მიღებული სახელმწიფოსგან განსახლების კუთხით დახმარება, სთავაზობს კონკრეტულ, გარემონტებულ ფართებს საკუთრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში”, - ამბობს ვალერი კოპალეიშვილი.
XS
SM
MD
LG