Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთში ოპოზიცია და ხელისუფლება დემონსტრაციებისთვის ემზადებიან


ალბანეთის ოპოზიცია მხარდამჭერებს ქვეყანაში გამეფებული კორუფციის წინააღმდეგ ახალი საპროტეტო გამოსვლებისაკენ მოუწოდებს. ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ლიდერი ედი რამა წინადადებით გამოვიდა, რათა დემონსტრაცია გაიმართოს პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევის ერთი კვირის თავზე. 20 იანვარს ალბანეთის დედაქალაქ ტირანში მომხდარი შეტაკებების დროს სამი ადამიანი დაიღუპა და 150 - დაიჭრა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სალი ბერიშამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში „ამბოხებას ტუნისის სცენარით“. ალბანეთის ხელისუფლება თავის მომხრეებს მოუწოდებს, მიტინგზე ოთხშაბათს შეიკრიბონ.
XS
SM
MD
LG