Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაითს უოჩმა“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა


უფლებადამცავ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ შეფასებით, ბევრი მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაცია საკმარის ზეწოლას არ ახდენს ადამიანის უფლებების დამრღვევ ქვეყნებზე, ამ საკითხში მათი პოზიციის გამოსასწორებლად. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მაგალითად, ევროკავშირი ზეწოლის მაგივრად მიმართავს უფრო რბილ ზომებს, როგორიც არის „დიალოგი“ და „თანამშრომლობა“ ადამიანის უფლებების დამრღვევ ქვეყნებთან მიმართებით. „ჰიუმან რაითს უოჩი“ ამ შეფასებას გამოთქვამს მორიგ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და რომელშიც ასახულია მსოფლიოში განვლილი წლის მანძილზე არსებული ვითარება, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. საქართველოს ამ ანგარიშში ხუთ გვერდზე ცოტა მეტი ეთმობა. ნათქვამია, რომ 2010 წელი, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, საქართველოში არაერთგვაროვანი იყო, რომ თბილისში, სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტებიდან გამოასახლეს ასობით იძულებით ადგილნაცვალი პირი ისე, რომ მათი ნაწილი თავშესაფრის, ან ადეკვატური კომპენსაციის გარეშე დარჩა. ანგარიშში გამოთქმულია ასევე შეფასება, რომ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, მთლიანობაში, აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს, მეთვალყურეებმა ბევრი დარღვევა აღრიცხეს.
XS
SM
MD
LG