Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა გამოსახლება დღესაც გაგრძელდა


თბილისში სახელმწიფოს კუთვნილი რამდენიმე შენობიდან დევნილთა გამოსახლება გაგრძელდა. ყველა ობიექტი კვლავ პოლიციის მიერ იყო ბლოკირებული. "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებისას პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კოდორის ხეობიდან დევნილ, 65 წლის იური სვანიძეს. ეს ინფორმაცია უარყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომლის მტკიცებით, დევნილთა განსახლებისას რაიმე ინციდენტი არ მომხდარა.
XS
SM
MD
LG