Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: რუსეთი ნატოსაგან მოელის „არაორაზროვან“ პასუხს ანტისარაკეტო თავდაცვაზე


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ნატოსაგან მოელის „არაორაზროვან“ პასუხს იმაზე, თუ რა როლი ეკისრება რუსეთს ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაში. მედვედევმა ნატოში რუსეთის ელჩთან, დმიტრი როგოზინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი იძულებული იქნება, თავისი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსოს, თუ არ მიენიჭება თანაბარი როლი სისტემაში, რომლის განთავსებასაც ევროპაში აპირებენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები. რუსეთის მედიის ცნობით, მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება „სანდო დაცვა“ საგარეო საფრთხეებისაგან და სათანადო ზომებზე იზრუნებს, იქნება ეს ნატოსთან ერთად თუ მის გარეშე.
XS
SM
MD
LG