Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა აშშ-თან ახალი შეთანხმება დაამტკიცა


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა შეერთებულ შტატებთან ახალი ხელშეკრულება ბირთვული შეიარაღების შესახებ, რის შემდეგაც ის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს გადაეცემა ხელმოსაწერად. ფედერაციის საბჭო ერთხმად მიემხრო ახალ ხელშეკრულებას, რომელიც ცნობილია სახელწოდებით START. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ - სახელმწიფო სათათბირომ - სამშაბათს დაამტკიცა ახალი START-ი. ის უკვე რატიფიცირებულია შეერთებული შტატების სენატშიც. ხელშეკრულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს გადასცემენ რატიფიკაციის დოკუმენტებს. ახალი START-ი, ანუ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება, ითვალისწინებს ბირთვული ქობინების არსენალის 30 პროცენტით შემცირებას.
XS
SM
MD
LG