Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთს სურს რუსი ავიადისპეჩერების დაკითხვა


პოლონეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ სურთ, შეკითხვები დაუსვან სმოლენსკის აეროპორტის დისპეჩერებს, შარშან აპრილში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით. სამხედრო პროკურატურის პრესმდივნის განცხადებით, გაიგზავნა მიმართვა რუსი დისპეჩერების მოწმეების რანგში დაკითხვის თხოვნით. მანამდე პოლონეთმა მკაცრად გააკრიტიკა ავიაკატასტროფის შესახებ ანგარიში, რომელიც მიმდინარე თვეში გამოაქვეყნა რუსეთმა. თვითმფრინავი 2010 წლის 10 აპრილს ჩამოვარდა დასავლეთ რუსეთში მდებარე ქალაქ სმოლენსკთან, აეროდრომზე დაჯდომის მცდელობისას. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი. რუსეთმა ავიაკატასტროფის მიზეზად დაასახელა პოლონელი პილოტების შეცდომა.
XS
SM
MD
LG