Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის სუპერმარკეტში აფეთქებამ რვა ადამიანი შეიწირა


ავღანეთის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო ქაბულის სუპერმარკეტში, რომელშიც ბევრი უცხოელი დადის. დაიღუპა რვა და დაიჭრა ექვსი ადამიანი. ქაბულის პოლიციის უფროსის განცხადებით, დაღუპულებს შორის ავღანელებიც არიან და უცხოელებიც. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა, რომელმაც საინფორმაციო სააგენტო რეიტერსს დაურეკა და უთხრა, რომ იერიშებს მოაწყობს ქაბულში უცხოელების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG