Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დემონსტრაციებზე დაპატიმრებულები გაათავისუფლეს


ბელორუსიაში ციხიდან გაათავისუფლეს შვიდი პირი - მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვლადიმირ ნეკლიაევი - რომლებიც დეკემბერში დააკავეს, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მორიგი ვადით არჩევის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე. როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირი მალე გამოაცხადებს, რომ ბელორუსიას სანქციებს უწესებს, მინსკის მიერ არჩევნებისშემდგომ აქციებზე ზეწოლის მოხდენის გამო - კერძოდ, აღადგენს ლუკაშენკოსთვის და კიდევ სხვა ოფიციალური პირებისთვის ვიზებზე დაწესებულ აკრძალვას. სანქციების აღდგენას აშშ-ც განიხილავს და ბელორუსიას ისიც მოუწოდებს დაკავებულთა გათავისუფლებისკენ.
XS
SM
MD
LG