Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ სუდანში 99-მა პროცენტმა ხმა გამოყოფას მისცა


სუდანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით, ჩრდილოეთისგან გამოყოფას სამხრეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს. პროვინციის დედაქალაქ ჯუბაში ათასობით ადამიანი სიხარულით შეხვდა რეფერენდუმის შედეგის გამოცხადებას - რომ სამხრეთის 10 ოლქის მოსახლეობის 99.57-მა პროცენტმა მხარი გამოყოფას დაუჭირა. სამხრეთი დამოუკიდებელი 9 ივლისს უნდა გახდეს. რეფერენდუმის ჩატარება გადაწყდა 2005 წლის სამშვიდობო შეთანხმებით, რომლითაც დასრულდა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ათწლეულების მანძილზე მიმდინარე ომი. ამ ომს დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი, მიესალმა რეფერენდუმის მშვიდობიანად ჩატარებას - თუმცა დასძინა, რომ გარკვეული საკითხები კვლავაც გადაჭრას საჭიროებს, რასაც „სახელმწიფოებრივი აზროვნება და მოთმინება“ დასჭირდება.
XS
SM
MD
LG