Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა აკრძალვები დაუწესა ბელორუსიის პრეზიდენტს და კიდევ 157 პირს


ევროპის კავშირის მინისტრებმა დღეს ბრიუსელში შეხვედრაზე დაადგინეს, რომ საბანკო ანგარიშები გაუყინონ და ვიზების გაცემაზე უარი უთხრან ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და მასთან დაკავშირებულ კიდევ 157 პირს პასუხად საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარზე. ბელორუსიის ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლები. დააპატიმრა ასობით აქტივისტი, მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატებიც. ევროკავშირის შეხვედრის წინ ბელორუსიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვირას ციხიდან გაათავისუფლეს შვიდი პატიმარი, მათ შორის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ვლადიმირ ნეკლიაევი და ცნობილი ჟურნალისტი ირინა ხალიპი. მაგრამ გათავისუფლებულები შინაპატიმრობაში რჩებიან.
XS
SM
MD
LG