Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: სიკვდილით დასჯის საკითხი დასავლეთის საქმე არ არის


ირანმა დასავლეთის ქვეყნებს განუცხადა, რომ ისლამურ რესპუბლიკაში მოქმედი სიკვდილით დასჯის პრაქტიკა მათი საქმე არ არის. სიკვდილით დასჯის შეწყვეტისკენ ირანს ორშაბათს მოუწოდა აშშ-მა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი ქალის ჩამოხრჩობამ მას შემდეგ, რაც მას საკონსულოსთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს. 46 წლის ზაჰრა ბაჰრამი შაბათს ჩამოახრჩვეს, ნარკოტიკების შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით. ბაჰრამი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ირანში ვიზიტისას ანტისამთავრობო გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა. ირანის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის, რამინ მეჰმანპარასტის დღევანდელი განცხადებით, ჩამოხრჩობილთა 80 პროცენტს ნარკოტიკებით მოვაჭრენი წარმოადგენენ. „ირანი თუ ნარკოტიკებს არ შეებრძოლება, ეს ევროპას და დასავლეთს ზიანს მოუტანსო“ - განაცხადა მან. ბაჰრამის ჩამოხრჩობის შემდეგ ჰოლანდიამ ირანთან ოფიციალური ურთიერთობა გაწყვიტა. ბაჰრამის სიკვდილით დასჯა ევროკავშირმაც დაგმო.
XS
SM
MD
LG