Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის არმიამ ხალხს მოუწოდა „დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“


ერთკვირიანი მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების შედმეგ მოსახლეობას "ნორმალურ ცხოვრების აღდგენისკენ" მოუწოდა ეგვიპტის არმიამ. სარდლობის მეთაურობის განცხადებაში, რომელიც ეგვიპტის ტელევიზიით გავრცელდა, ნათქვამია, რომ მოქალაქეებს მიეცათ უფლება, გამოეხატათ თავიანთი კანონიერი მოთხოვნები. სამხედროთა განცხადება გავრცელდა მას მერე, რაც პრეზიდენტ მუბარაქმა თქვა, რომ ის სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს მთელ ქვეყანაში გამოსვლების შედეგად. ამის მიუხედავად, კაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ ოპოზიციის მომხრეებიც და ისისნიც, ვინც მუბარაქს უჭერს მხარს. ბოლო ინფორმაციით, შეტაკება მოხდა მუბარაქის მომხრეთა და ოპოზიციონერებს შორის. მობილური ტელეფონების ქსელები და ინტერნეტის მუშაობა, რაც ბოლო კვირის მანძილზე შეფერხდა, კვლავ აღადგინეს.
XS
SM
MD
LG