Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში გასულ დღე-ღამეში 8 კაცი დაიღუპა


ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით 8-მდე გაიზარდა გასული დღე-ღამის განმავლობაშ ქაიროს ქუჩებში მომხდარი შეტაკებებისას დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა. სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებებს 800-ზე მეტმა კაცმამიმართა. მთელი ღამის განმავლობაში ქაიროს ტაჰრირის მოედანზე სროლის ხმა ისროდა. დემონსტრანტების მტკიცებით, მათზე თავდასხმაში პრეზიდენტ მუბარაკის მოხრეები და სამოქალქო სამოსში გადაცმული პოლიციელები მონაწილეობდნენ. ქაიროს ქუჩებში პატრულირებენ სამხედროები, რათა გააშველოს პრეზიდენტ მუბარაკის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ შაფიყმა მოხდარი ძალადობის გამო ბოდში მოიხადა და განაცხადა, რომ მთავრობა გამოიძიებს მომხდარ დანაშაულს.
XS
SM
MD
LG