Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი: ეგვიპტის ხელისუფლება და ოპოზიცია დაუყოვნებლივ უნდა შეუდგნენ მოლაპარაკებებს


როგორც ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა კეთრინ ეშტონმა განაცხადა დღეს, „სრულიად აუცილებელია“, ეგვიპტის ხელისუფლება და ოპოზიცია დაუყოვნებლივ შეუდგნენ მოლაპარაკებებს. ეშტონმა ეს განცხადება გააკეთა, როცა ის ბრიუსელში გაემგზავრა სამიტში მონაწილეობისთვის. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, ეგვიპტის მთავრობამ წარმოადგინოს პოლიტიკური ცვლილებების მკაფიო კალენდარი.
XS
SM
MD
LG