Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილსი ანგელა მერკელს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. მხარეებს შორის პირისპირ შეხვედრა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ქართული დელეგაციის წევრის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, შეხვედრაზე ანგელა მერკელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. "ჩვენ მას გადავეცით ყველა ის მასალა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაგვაჩნია, მათ შორის ცხინვალსა და აფხაზეთში რუსეთის შეიარაღების რაოდენობის შესახებ", - განმარტა კალანდაძემ.
XS
SM
MD
LG